ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დოჰაში შევხვდი კატარის სახელმწიფო ემირს, შეიხ თამიმ ბინ ალ-თანის. შეხვედრას ასევე პრემიერ-მინისტრი, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ესწრებოდა” – ზელენსკი

“დოჰაში შევხვდი კატარის სახელმწიფო ემირს, შეიხ თამიმ ბინ ალ-თანის. შეხვედრას ასევე პრემიერ-მინისტრი, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ესწრებოდა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. ზელენსკიმ დღეს ახლო აღმოსავლეთში ტურნე დაიწყო.

“დოჰაში შევხვდი კატარის სახელმწიფო ემირს, შეიხ თამიმ ბინ ალ-თანის. შეხვედრას ასევე პრემიერ-მინისტრი, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ესწრებოდა.

ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების გაზრდას ისახავს მიზნად და შევთანხმდით ორმხრივ მომგებიან პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში, სულ მცირე, 10 წლის ვადით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გენერალური შტაბების უფროსებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებს თავდაცვის ინდუსტრიაში, ერთობლივი საწარმოების შექმნასა და ტექნოლოგიურ პარტნიორობას კომპანიებს შორის.

განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ უკრაინაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, რუსეთის მხრიდან მიმდინარე თავდასხმებისა და ირანის რეჟიმთან მისი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ჩვენთვის პრიორიტეტია და ამ საკითხში პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას თბილი მიღებისთვის, ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნისა და მიღწეული კონკრეტული შეთანხმებებისთვის” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

იტვირთბა....