ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ემპათიას დირექტორი სააკაშვილზე: მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში

ცენტრ ემპათიას დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანრთელობის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია.

მისი თქმით, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესვე გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. პირველი, არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა, არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან, კრიტიკულად მძიმე. შესაბამისად, აუცილებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმ ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, შეემოწმებინა პაციენტი. ასევე, ჩვენს ექსპერტ ფსიქიატრს არ მიეცა შესაძლებლობა, შეემოწმებინა. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ.

ჩემი მონაცემებით, არის ცერებრო-ორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი როგორც მწვავე ნიშნები, რაც ჩვენი აზრით გონების კარგვის ეპიზოდი არის გამოწვეული ცერებრო-ორგანული დისფუნქციით. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში.

ნევროლოგი არ ჰყავდათ, არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეულ იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი ნევროლოგი. რაც შეეხება სხვა მდგომარეობას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალურად შესწავლის საშუალება, გამოთხოვნილია სამედიცინო ბარათი…

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დღესვე გადაიყვანონ ეს პაციენტი სამოქალაქო ტიპის შესაბამის დაწესებულებაში. საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, თავის ტვინის MRI, 3 ტესლა აპარატზე, სხვა ნაკლები არ შეიძლება”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს.

იტვირთბა....