ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია სააკაშვილზე: უკვე კონტაქტურია და იმყოფება რეანიმაციაში – ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად კონტაქტურია და რეანიმაციაში იმყოფება.

მისი თქმით, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

“მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ მომხდარს. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. რომ შემოვიდა უკვე მივხვდით დღეს დილიდანვე ცუდად იყო, ლაპარაკი უჭირდა ძალიან და თავის დაჭერა უჭირდა, მერე უკვე როცა გამოვდიოდით, ადგა და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები და აიყვანეს. ახლა ფერზეც მოსულია და უკვე კონტაქტურია, ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ექიმები აკეთებენ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობების. ადამიანურადაც აუტანელია უკვე ყურება იმისი, როგორ კვდება ეს კაცი. გულწრფელად გეტყვით, თუ უსაფრთხოების პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, მაშინ არსებობს სხვა ქვეყნებიც, შეიძლება რომ იქ გადავიყვანოთ…

გულწფელად გეტყვით, მთავარი ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს, იმიტომ, რომ ადამიანურადაც აუტანელია უკვე ყურება იმის, თუ როგორ კვდება ეს კაცი”, – განაცხადა გვარამიამ.

იტვირთბა....