ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

მაჭუტაძე ხელისუფლებას: თვითდაზიანებით ვცდილობთ ხელისუფლებაში დავაბრუნოთ გონიერება, სერიოზულ შარში ხართ!

[su_quote]მეხუთე დღეა, რაც ვშიმშილობ კოლეგებთან ერთად პარლამენტში (თუმცა, ჩემი მეხუთე რა მოსატანია – მიშას ორმოცდამერვე დღესთან და ელენე ხოშტარიას მეთექვსმეტესთან).

მინდა, განვმარტო – ბევრი ვცადეთ – სიტყვებით, მიმართვებით, მოლაპარაკებებით, კრიტიკით, კონსესუსით, აქციებით, დემონსტრაციებით… არაფერი გამოვიდა. ერთადერთი შიმშილობაღა დაგვრჩა – თვითდაზიანებით ვცდილობთ ხელისუფლებაში დავაბრუნოთ გონიერება – არა კეთილშობილი, არა კეთილსინდისიერი (ამაზე ხელი ჩავიქნიეთ ყველამ) გონიერება, არამედ რაციონალური. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არავითარი უკანდახევა არ იქნება. არ მომბეზრდება ეს სიჯიუტე იქამდე, სანამ ხელისუფალი გონს არ მოვა. და რომც მომბეზრდეს, არ შევწვყვეტ.

მეხუთე კი არა, 25-ე დღესაც არ შევწყვეტ, სანამ მიშას არ გაიყვანენ შესაბამის კლინიკაში და თუ იქამდე, ჯანმრთელობა გამოუსწორებლად დაუზიანდა ან თუ მისი სიცოცხლის წინაშე მდგარი რისკები არ განეიტრალდა, შიმშილობა საბავშვო თამაშადღა მოეჩვენება ყველას, ყველას. საქართველოს მოქალაქესაც და ხელისუფალსაც.

აქ მთავარი ერთია – გადაწყვიტო. მე მიღებული მაქვს გადაწყვეტილება – მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, როგორ, როგორ დაუშვეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობა 1993 წლის იმ დაწყევლილ ზამთარს. როგორ დაუშვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა, საზოგადოებამ?! პოლიტიკურმა სპექტრმა, ჟურნალისტებმა, ექიმებმა, მასწავლებლებმა?!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას – მანდ რამდენიმე კარგი ადამიანი ისევ მეგულება – შარში ხართ! სერიოზულ შარში.

გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში! თქვენ ამით გადაარჩენთ ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს.

გადაარჩენთ თანამედროვეობის დიდი ქართველის პაატა ბურჭულაძის სიცოცხლეს.

გადაარჩენთ ჩვენს სიცოცხლესაც – ჩემი კოლეგების და ჩემს სიცოცხლესაც!

ჩვენ ჯიუტი ხალხი ვართ, ძალიან ჯიუტი. თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ისეთი ჯიუტები ვართ ჩვენ – ჩვენ გვაქვს სიმართლე. ამ სიმართლისთვის ყველაფერი ღირს შეაგდო ცხოვრებისა და ბედისწერის სასწორზე[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მაჭუტაძე.

იტვირთბა....