ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მდინარაძე სააკაშვილზე: ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონოდა, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას

[su_quote]40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილი როგორ იქცეოდა და როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი იმ კადრებში და როცა გუშინ მივედი და ელენე ხოშტარია მოვინახულეთ, შიმშილობის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ, ცასა და დედამიწას შორის როგორი სხვაობა, სიშორე და განსხვავებაცაა, ისეა. მე, გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს, იმიტომ კი არა, რომ მის მიმართ უფრო ლოიალური ვარ, ამის უფლება არა მაქვს, იმიტომ რომ რეალურად მგონია, რომ მართლა გაცილებით ცუდად არის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონოდა სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას[/su_quote]

ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....