ახალი ამბები მთავარი სამართალი

რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულება გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოვლინდა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.

რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს. მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.

იტვირთბა....