ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავითულიანი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე: ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს

პარტია ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოიყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გადახრილია სხვა მხარეს.

“არ ვიცი ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სუბიექტურია თუ არა, თუმცა იქ შემავალი ადამიანების სტატუსები, რომ წამაკითხეს, მივხვდი, რომ მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნა დაწერეს.

როდესაც უწყებას მართული აქვს მინიმუმ 2 000 შიმშილობის შემთხვევა, ე.ი. ამ უწყებას აქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის სხვაზე მეტი.

ჯანმრთელობა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის და აქ ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს, ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს”, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან, ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა, სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართოს.

იტვირთბა....