ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხუხაშვილი კობახიძეს: შე კაი კაცო, ვინ გეკითხება პარტიის თავმჯდომარეს პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანას?!

[su_quote]კობახიძის დღევანდელი განცხადების შინაარსში არ შევალ. აზრი არა აქვს.

აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი – ქვეყანას მართავს ჯგუფი, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რა არის სახელმწიფო და კობახიძე, როგორც კონსტიტუციის ავტორი, მათში ყველაზე “კომპეტენტურია”.

შე კაი კაცო, ვინ გეკითხება პარტიის თავმჯდომარეს პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანას, ან მის მიმართ “ლოიალობას”?!

ინსტიტუციური აჯაფსანდალი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე თავს უფლებას აძლევს ისაუბროს მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულების, სპეცსამსახურების ნაცვლად, არის კლასიკური საბჭოური მოდელი, როდესაც ყველა გადაწყვეტილებას ე.წ. “პოლიტბიურო” იღებდა და ახმოვანებდა…

“ვამბობ პარტიას, ვგულისხმობ სახელმწიფოს…ვამბობ სახელმწიფოს, ვგულისხმობ პარტიას…”[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს დესტრუცია, შიმშილობა და დაასვენოს ქვეყანა. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავენ.

იტვირთბა....