ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: მოვუწოდებ სააკაშვილს შეწყვიტოს დესტრუქცია, შიმშილობა და დაასვენოს ქვეყანა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირკალი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის არ ასრულებს უკვე კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მე მგონი მინიმუმ 6 წელი სადაც იჯდება”,- ამბობს კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მან დღეს, ასევე, თქვა, რომ ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

იტვირთბა....