ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს მეტი ყურადღება მათ დაუთმოს. ამის შესხებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მგონი, სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე – ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტია, მგონი არც ერთია და გეტყვით რატომ – ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია. რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არანაირი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად, ამაში შედის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. აქედან გამომდინარე ის არის არა პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლო, არამედ ანტი სიმბოლო ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკუ და ა. შ მაგრამ არც ერთი მათგანი არც იტალიის და არც რუმინეთის სიმბოლოდ არ განიხილება, რადგან ისინი არიან ანტი სიმბოლოები”,- ამბობს კობახიძე.

