[su_quote] სააკაშვილში არაფერი არ შეცვლილა, გაიხსენეთ, როგორი სცენა დადგა მან და როგორი შემართებით უტევდა 2003 წელს ნარჩემაშვილს და შეადარეთ იმ სცენას, რომელიც იყო ბადრაგებთან, აბსოლუტურად ერთი და იგივე, არაფერი მასში არ შეცვლილა. ყველაფერი, რაც ახლა ხდება მის ირგვლივ, ეს ყველაფერი მის თავში იხარჯება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე რამეს აკეთებს, ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწევს მას იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი, რადგან მას არავინ არ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის, სადაც ის არის, იქ ნგრევაა. [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს საქართველოში დააკავეს, ის უკვე 47 დღეა შიმშილობს, ამ ეტაპზე სააკაშვილი გლდანის ციხეში იმყოფება, ხოლო მისი მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

