ახალი ამბები მთავარი

კობახიძე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს

ორ კვირაზე მეტია ითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რომ გავიხედოთ უკან, არავითარი ამის საჭიროება არ არსებობდა, ყველა მაჩვენებელი არის წესრიგში და რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელსაც ციხეში ყოფნა ეკუთვნის, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს.

„ისინი (ოპოზიცია) ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი მხრიდან არის რაღაც ახირება მისი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანა. სინამდვილეში ხდება რა – წარმოიდგინეთ, ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას და თქვენ ხედავთ, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში არავითარი ამის აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში არის გაუგებარი და კიდევ, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში რა იქნებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან – ადამიანი რომელიც უნდა იყოს ციხეში იქნებოდა ციხის გარეთ, გაუგებარი მიზეზით და მუდმივი რისკი. ასევე საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების მობილიზაცია, მაშინ როდესაც შეიძლება რომ პროცესი სხვანაირად განვითარდეს. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული, მიზანი არის ის, რომ რამენაირად გაიყვანონ სააკაშვილი ციხიდან. ეს არის დღესავით ნათელი და ბუნებრივია, ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....