ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზილფიმიანი სააკაშვილზე: ტუსაღი უარს ამბობს სატუსაღოში შესვლაზე და ბადრაგს ოთხი ადამიანის გამოყენებით შეჰყავს, ვერ ვიტყვი, რომ ეს არაადამიანური ქმედებაა

ქართული ოცნების დეპუტატი დავით ზილფიმიანი მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის პროცესს გამოეხმაურა და ამბობს, რომ როდესაც ტუსაღი სატუსაღოში შესვლაზე უარს ამბობს, ბადრაგმა ის შეიყვანა ფიზიკურად ოთხი ადამიანის გამოყენებით და ამას არაადამიანურ ქმედებას ვერ მიაწერს. ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტში განაცხადა.

“ჩემთვის სათქმელად ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება იმის შეხსენება, რომ არ არსებობს არც პოლიტიკურ სივრცეში, არც ამ დარბაზში კოლეგა, ვისთვისაც შეიძლებოდა ან შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ან რაღაც დაუმსახურებელი კრიტიკა მეთქვა. ეს მაძლევს იმის უფლებას, როცა რამეს ვერ ვიგებ, უკეთესად ჩავეკითხო. იმ პოლიტიკოსისგან ვერ მივიღებ შეფასებას, როდესაც ტუსაღი სატუსაღოში შესვლაზე უარს ამბობს, ბადრაგმა ის შეიყვანა ფიზიკურად ოთხი ადამიანის გამოყენებით და ამას არაადამიანურ ქმედებას მიაწერ. რადგან თუ პოლიტიკოსი, მით უმეტეს, იმ სისტემის დროს ნამუშევარი ამბობს ამას, უნდა გავახსენო აუცილებლად და არც ვმალავ. ეს ბატონმა გიორგიმ გამოაცხადა. მინდოდა მეკითხა, ცუდია რომ ახლა აქ არ არის, ადამიანური როგორ იყო 2012 წლამდე”,- ამბობს ზილფიმიანი.

იტვირთბა....