ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს

[su_quote]მე როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა თანამდებობის პირი, მე მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს, რამეთუ ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება, განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია – იქ არის საქართველოს 5 გამორჩეული ექიმი. ისინი არიან და მოგეხსენებათ, ექიმები აპოლიტიკური ხალხი ვართ – პაციენტთან მხარეს არ ვიჭერთ. პაციენტი ყოველთვის პაციენტია ვინც არ უნდა იყოს ის. ამიტომ, ეს და ის ალტერნატიული კონსილიუმი, სადაც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები და მაღალი დონის ექიმები არიან… ჩემი წინადადებაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, რომ საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და მოგეხსენებათ, შიმშილობიდან გამოსვლის რეაბილიტაციის კურსიც საკმაოდ რთულია და დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას – მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება მას და სად უნდა ჩატარდეს ეს. თუ შეიძლება პოლიტიკოსებმა, მედიამ გვერდზე გავწიოთ პოლიტიკური საკითხები და დავკონცენტრირდეთ და ჯანდაცვით საკითხებზე[/su_quote]

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....