ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი ოცნებას: ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა, ადამიანური უპირატესობა დაკარგეთ

ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა, ის უპირატესობა რაც გქონდათ ადამიანური დიდი უპირატესობა, თქვენ დაკარგეთ, არ ვიცი ამას გრძნობთ? ,- ასე შეაფასა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები.

“ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა ქართულ ოცნებას, (კორუფცია, ნეპოტიზმი ამაზე გასაყვედურობთ, მაგრამ) ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად და მითუმეტეს ციხეში, მაგრამ ამ კადრების გავრცელება, მე სააკაშვილისადმი რა დამოკიდებულებაც მქონდა ის მაქვს და პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის იყო შეურაცხყოფა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების, არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს რომელსაც ხელმძღვანელობდა… მაგრამ ამის გათვალისწინებით ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა, ის უპირატესობა რაც გქონდათ ადამიანური დიდი უპირატესობა, თქვენ დაკარგეთ, არ ვიცი ამას გრძნობთ? ვერ გრძნობთ? პოლიტიკას ხო ორი განზომილება აქვს ადამიანური და პრაგმატული, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი, უღირსობა ვნახეთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....