[su_quote] ბუნებრივი, როდესაც კადრებს ვუყურე მივხვდი, რომ ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისადმი მსგავსი მოპყრობა, არამედ ათრიეს ჩემი ქვეყანა და ამას გადმოსცემდა ყველა რუსული არხი. ამ ყველაფერმა შემძრა, ადამიანის მიმართ მსგავსი მოპყრობა ვინც არ უნდა იყოს მიუღებელია. ამ ყველაფერს ჩვენს თვალწინ აკეთებენ, ანახებენ მთელს მსოფლიოს და პირველ რიგში რუსეთს, რომ აქ არის ჩვენი ჩიტი და უყურეთ რასაც ვუშვებით – ეს ყველაფერი მე ნორმალური არ მგონია. [/su_quote]
ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი, მთავარი არხის ეთერში, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაავრცელელბას ეხმაურება.

