ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღუდუშაური ენმ-ზე: როდესაც ამბობენ, რომ სიარულში მეტი გამოჩნდებიან, თუ გამზირებზე ლეიბებს გაშლიან და დაწვებიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან

სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მისი ჯანმრთელობა არის დაცული, ის არის უსაფრთხოდ და წერტილი, – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა , დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

“ნიკა მელიას პოზიცია ნახა დღეს საზოგადოებამ, როდესაც ის ესაუბრებოდა გვერდით მყოფ უგულავას და ეუბნებოდა, რომ მოძრაობაში უფრო ბევრი გამოჩნდებოდნენ. ეს არის მათი სახე. ეს არის დიდი სცენარის ერთ-ერთი ეპიზოდი.

არავის ახსოვს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებული პოზიცია და სიტყვა შესრულებულიყო. ნაციონალური მოძრაობა თავის მოთხოვნებთან ერთად აბსოლუტურად სხვა მხარეს დგას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ მხარეს დგას. ამას ის ადასტურებს, რომ დღეს საღამოს ნიკა მელიამ დააანონსა, ხვალინდელ აქციას ავტომობილებით გამართავენ. როდესაც ამბობენ, რომ „სიარულში მეტი გამოჩნდებიან“, თუ დაწვებიან და გამზირებზე ლეიბებს გაშლიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან.

იტვირთბა....