ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს

გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეები N18 პენიტენციურ დაწესებულებასთან შემდეგი შინაარსის პლაკატებით მივიდნენ: “აქ ისევ აწამებენ”; “აქ ისევ ძალადობენ”; “აქ ისევ კლავენ”; “აქ ისევ არიან ჯალათები”.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....