ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მდინარაძე სააკაშვილზე: ითხოვენ, გადაიყვანეთ საავადმყოფოშიო, ის საავადმყოფოშია

[su_quote] დღეს გვესმოდა განცხადებები – “გადაიყვანეთ საავადმყოფოში”. საავადმყოფოშია.

ანუ ჩვენ გვესმის მოწოდებები, რომ “გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში”. ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში, “გადაიყვანეთ საავადმყოფოში”, ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება ოპოზიციის Fake-მესიჯები, თითქოს ის არ არის საავადმყოფოში, ამ დროს ის საავადმყოფოშია.

მაგრამ თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია, შეგიძლიათ, მითხრათ? რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რაც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს? კატე სჭირდება? სჭირდება? ჯერ ერთი, არის, მულტიფუნქციური კლინიკაა. მეორე, “შესაძლოა, დასჭირდეს”, თქვენ რასაც ბრძანებთ, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. დღეს რა სჭირდება? [/su_quote]

ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნაზე. ექსპრეზიდენტი 46-ე დღეა შიმშილობს, ის ერთი კვირაა, გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.

იტვირთბა....