უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განხადებით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული.
ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს.
“იმედია მთელი მსოფლიო ხედავს, ვის სურს მშვიდობა და ვინ კრებს ჩვენს საზღვრებთან 100 000-მდე ჯარისკაცს”, – აცხადებს ზელენსკი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებამ შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. მოსკოვმა კი მსგავსი ინტერპრეტაციები უარყო და ნატოს ტრანსატლანტიკური ალიანსის მიერ რეგიონში აქტიურობის ზრდასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.

