ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხუხაშვილი: მასობრივი შიმშილობა შესაძლოა, ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს

[su_quote]მასობრივი შიმშილობა, დეპუტატებით დაწყებული და ყველა ახლადარჩეული საკრებულოს წევრებით დამთავრებული, შესაძლოა ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს, როგორც შიგა და გარე პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

P.S. განმარტება: საპროტესტო აქციების “გასაღები” ხელისუფლებას დიდი ხანია ნაპოვი აქვს – დაგღალოს, გამოგიწვიოს, დაგიჭიროს. ამ კატა-თაგვობანას თამაშში მეტი რესურსი აქვთ. ხაზგაზმით მშვიდობიანი შიმშილობა რესურსს არ მოითხოვს, აქტიურია და ხელისუფლებისთვის ხელშეუხებელი. ამასთან ბრძოლა ჯერ არ იციან[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს 10-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....