ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ შიმშილობა დაიწყო.
როგორც ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, ის შიმშილობას ენმ-ის ცენტრალურ ოფისში განახორციელებს.
“ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.
უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია.
ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.
რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ. #თავისუფლებამიშას! თავისუფლება საქართველოს!”, – წერს ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს შიმშილობა ნაციონალური მოძრაობის კიდევ 9 დეპუტატმა დაიწყო.

