სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამლაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზი მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედშია გადაყვანილი.
“მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა.
საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები,ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან, სამოქალაქო კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

