[su_quote]დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს. ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ.
ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია.
ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი![/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მე-11 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

