ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.

იტვირთბა....