[su_quote]ნიკოლოზ ყიფშიძე-დღეს პირველად, მიხეილ სააკაშვილი საწოლიდან ვეღარ ადგა. ასე, ჩვენს თვალწინ კლავენ ქვეყნის კიდევ ერთ პრეზიდენტს და ასე ჩვენს თვალწინ, ვიღაცეებს ახალისებს და ახარებს ეს ამბავი. მაინც არ მცნობია ჩემი სამშობლოს გაღმა ნაპირი, მეგონა ვიცნობდი…. ვინც ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას აპრავებთ, განუზომელი სინდისის ქენჯნა დაგტანჯავთ მომავალში, თუ ის ციხეში მოკვდება. უმძიმესი ისტორია იწერება ჩვენი მონაწილეობით..
ხო, დუმილიც გაპრავებაა და “აუუ, მიშას ვერ ვიტან, ოცნებას კი არ ვაპრავებ, მარა იმას ვერ დავიცავ” – ეგ ყველაზე დიდი გაპრავება!!!![/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, გუშინ პირველი დღე იყო, რაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან არ ამდგარა, რადგან ყოფილ პრეზიდენტს საუბარი უჭირს და ძალიან სუსტადაა. სპეციალური პენიტენიური სამსახურის ინფორმაიით, სააკაშვილი სტაბილურადაა და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

