ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი თამაზ ლომიძე: მივმართავ ხელისუფლებას, გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში

დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის თხოვნით მიმართავს.

როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, ამ ქვეყანაზე ყველაფერი და ყველა ძალაუფლებაც წარმავალი და დროებითია.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: ნუ გაიმეორებთ 30 წლის წინანდელ ტრაგედიას, მოიქეცით სულგრძელად და ქრისტიანულად, აჩვენეთ კაცთმოყვარება, არ დაუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას პატიმრობაში, ადგილს ნუ დაუთმობთ შურისძიებას და ბოროტებას, თორემ ტალღასავით მოედება ეს ბოროტება მთელ ქვეყანას და გაგვანადგურებს ყველას. გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში და აღმოუჩინეთ დახმარება. ყველაფერი და ყველა ძალაუფლებაც წარმავალი და დროებითია ამ ქვეყანაზე და საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!”, – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 45-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....