საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, პირველი დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან არ ამდგარა.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს საუბარი უჭირს და ძალიან სუსტადაა.
“დღეს პირველი დღეა, რაც პრეზიდენტი არ ამდგარა საწოლიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს. რაღაც ტესტები ავიღეთ. საკანში ვესტუმრე, რადგან მას ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. დასუსტებულია. არაფრის ტკივილი არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად მთელი დღე არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ ძალიან, ძალიან სუსტადაა. ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი”, – განაცხადა ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 44-ე დღეა შიმშილობს.

