ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხუხაშვილი ბრეგაძეს: ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები

[su_quote]მე განგიმარტავთ ბატონო რატი – პოლიტ-პატიმარი არის პირი, რომლის საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, იმის მიუხედავად ის დამნაშავეა, თუ არა.

თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები. ან საიდან უნდა იცოდეთ განსხვავება ფუნთუშებზე გაზრდილმა ახალგაზრდამ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ზურგს უკან ამოფარებულს შეგიძლიათ ყელ-ყელაობა და ორივე სტატუსი უცხოა თქვენთვის…[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რითაც ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელიც ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას წერილს ეხმაურება და ტერმინ პოლიტიკური პატიმარის განმარტებას ითხოვს.

იტვირთბა....