[su_quote]სააკაშვილის პრეზიდენტობა იყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ საქართველოში მიდიოდა გარდამავალი პროცესი. მე მახსოვს, რომ ჩემი პირველი განცხადება, რომელიც ევროპარლამენტში გავაკეთე, იყო საქართველოსთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მე შემძრა საქართველოს ხალხის ნებამ. ეს იყო საქართველოს მოსახლეობის სურვილი, შეეცვალათ ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არის იდეალური, თუმცა მისმა პრეზიდენტობამ, ბევრმა ცვლილებამ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დააყენა საქართველო საერთაშორისო სცენაზე[/su_quote]
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

