ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვარამია: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უწყეტი წამების ქვეშ.

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ხმაურისა და ანთებული შუქის პირობებში.

“მიხეილ სააკაშვილის კონდიცია ჯანმრთელობის არის ძალიან მძიმე, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი, იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მას რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ხდება მუდმივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ შემოვალთ და გაგისწორდებით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....