ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია: ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა

[su_quote]ჩვენზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი. ვიქნებით აქტიურები მიშაც ცოცხალი იქნება, ელენეც ცოცხალი იქნება და სახელმწიფოც იარსებებს. თითოეულ ჩვენგანზეა ეს დამოკიდებული. წინ გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ და იმ რწმენისკენ, რამაც ეს დღეები ჩვენ შეგვაძლებინა, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციები გაგვეშალა და წინ კიდევ ბევრი, მძიმე ბრძოლა გველოდება.

რამდენიც არ უნდა დაგვიჭირონ, კიდევ უფრო მეტი გამოვალთ. იცოდეთ, რომ რამდენი პოლიტიკოსიც ან პოლიტიკურად აქტიური ლიდერიც არ უნდა დაგვიჭირონ, კიდევ უფრო მეტნი უნდა გამოხვიდეთ. დღეს სიყვარულის მტკიცება სახელმწიფოსადმი, ერისადმი, სიმბოლოებისადმი – მტკიცდება ქუჩაში. სხვა გზა არ დატოვა პუტინმა, სხვა გზა არ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე. ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! ყოველდღიურად და მტკიცედ. ასე უწყვეტად და ურყევად[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....