ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გამართავს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი ორგანიზებით ხვალ სხვადასხვა აქცია გაიმართება.

მისი თქმით, აქციები არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონშიც ჩატარდება.

“ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.

ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

იტვირთბა....