ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ყურუას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ილვესი აღნიშნავს, ქვეყანა მსგავსი დაკავებებით და მიხეილ სააკაშვილს მიმართ შეურაცხყოფით, ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება.
“საქართველო მსგავსი ინციდენტებით და საშინელი ფილმით, რომელშიც ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი სასტიკი მოპყრობა, ცენტრალური აზიის დესპოტიზმის გათელილ გზას ადგას. მათ არ ადარდებთ დასავლური და ევროპული სტანდარტები და ცხადია, რომ აღარც ქართული. ეს საქართველოს არჩევანია”, – წერს ილვესი.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ოპოზიციის 46 აქტივისტი და წევრი დააკავა. მათ შორის იყო ბორის ყურუა.

