პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და გათავისუფლებას ითხოვენ.
პარლამენტის შენობის მიმდებარედ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

