გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე განცადებით, კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტის დროს დააკავეს, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება კი დღეს მიიღო.
პარტიის ინფორმაციით, იმედა კლდიაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

