ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა და დიდი რაოდენობით საკვების მიღება არ შეუძლია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი არც შიმშილობს და არც მარხვას იცავს.
“შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც ერთი, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება.
ოპერაცია გაიკეთა დასავლეთში, ამიტომ დასავლეთმა იცის ეს და ეთანხმება რომ ეს არ იყო არც შიმშილი. მეუფე ეტყობა არ იყო ინფორმირებული. ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი”, – განაცხადა მეუფე იოანემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის ციხეში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა და აზიარა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი მარხვას იცავდა.

