ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა

ოპოზიციური პარტიები ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებასთან დაკავშირებით საგანაგებო განცხადებას აკეთებენ.

როგორც ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის წევრი, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგიების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა.

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად შეაქცია ევროპას ზურგი. პირველ რიგში მინდა, მოგიწოდოთ ვისაც ხელი მიგიწვდებათ სოციალურ ქსელზე, რომ ქალბატონ ანა ფოტიგას მადლობა გადავუხადოთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. როცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ევროპაში, ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ.

აქ მოსვლამდე მქონდა ხანგრძლივი საუბარი ანა ფოტიგასთან და რაიმუნდ ლოპატასთან, რომლებსაც უარი უთხრეს ციხეში შესვლაზე და მინდა გითხრათ, ოცნებამ თავად აირჩია ის გზა, რომელიც გაგრძელდება ჩვენი გამარჯვებით. დღეიდან იწყება აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების, რომლებსაც ექნებათ მისია, შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და შეხვედრას კვლავ მოითხოვენ და ამავდროულად ამ ვიზიტის მისია იქნება ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება, რომ მათ ღიად განაცხადონ რა არის არჩევანი – შემობრუნება რუსეთის მიმართულებით თუ ევროატლანტიკური მომავალი”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.

იტვირთბა....