[su_quote] ციმციმ აიყვანეს და შეაბრძანეს ოთახში. რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, რომ პრეზიდენტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მას თმებში მოჰკიდეს ხელი და ისე წაიყვანეს, ათრიეს მიწაზე, რეალურად, სხვა რამე დავინახეთ. თანამშრომლებს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, რომლებიც სახელმწიფოს და კანონს ემსახურებიან. დავინახეთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს, არ ემორჩილებოდა და შეიყვანეს ოთახში. ასევე დავინახეთ, რომ აპარატურა დაამტვრია, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ადვოკატები ამბობდნენ, რომ ჭიდაობის დროს ხელი მოუხდა, აპარატურა შეგნებულად დაამტვრია. ეს ყველაფერი განსხვავებულია იმისგან, რასაც ადვოკატები ყვებოდნენ და ეს დაინახა საზოგადოებამ [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. გუშინ კი პენიტენციურმა სამსახურმა გადაყვანის კადრები გაავრცელა.

