[su_quote] გუშინ ვინც უყურებდა რუსულ არხებს და რუსულ პროპაგანდულ ხორხოცს, მათ დაცინვას საქართველოს ყოფილი მთავარსარდლის მიმართ, იმ აქცენტებს, რასაც რუსები თავის თავს უზიარებენ, დარწმუნებული ვარ მათი წვდომა გაიზრდება… ვისაც ამის მიმართ არ ჰქონდა შეურაცხყოფის, გაბრაზების განცდა, ჩვენი სახელმწიფოს ასე უდიერად რუსულ კონტექსტში მოხსსენიებაზე არამგონია იმ ადამიანებისთვის ჩემმა პოზიციამ რამე შეცვალოს, ვინც ჩემსავით გუშინ აღშფოთდა, ქართულმა მხარემ ნოყიერი პროპაგანდისტული მასალა მისცა რუსეთის უბინძურეს პროპაგანდისტულ მანქანას, მე მათთან თანაზიარი ვარ. [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. გუშინ კი პენიტენციურმა სამსახურმა გადაყვანის კადრები გაავრცელა.

