[su_quote] ისე გამოჰყავთ, თითქოს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ პირველად ნახა. როდესაც ის იყო პრეზიდენტი, გვახსოვს გორის ფაქტი, სააკაშვილი არარსებულ თვითმფრინავებს გაექცა. ამასთან, უკრაინაში როგორ ავიდა სახურავზე, როგორ გამოათრიეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა თმებით, ეს ხომ არ არის ახალი. განსხვავება ის არის, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება ასე ნახოს ვიღაცამ, უკვე ნანახი ჰყავთ არაერთგზის, რა არის ამაში ახალი?! რაც შეეხება საქართველოში გამოქვეყნებულ კადრებს, აბსოლუტურად არის დაცული ადამიანის უფლებების სტანდარტი, იძულების ზომები არის გამოყენებული მინიმალურ ფარგლებში, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვიხილეთ, მათ შორის შეურაცხყოფის და დაუმორჩილებლობის კონკრეტული ფორმის გათვალისწინებით. [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. გუშინ კი პენიტენციურმა სამსახურმა გადაყვანის კადრები გაავრცელა.

