ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებას მობეზრდა პოლიტიკური მუდმივი დაირისპირება და ამბობს რომ ისინი ამ დღის წესრიგს აუცილებად შეცვლიან. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
“საზოგადოებას მობეზრდა ეს მუდმივი დაპირისპირება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის…
რამდენიმე დღე ეს აქციები შეიძლება გააგრძელონ, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს დააზიანებენ. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება. რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა წარიმართოს ეს დებატები – რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური ძალა, და ეს არის მთავრობა. რაც შეეხება ალტერნატიულ დღის წესრიგს, ბუნებრივია, ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას ქვეყანაში.
ხელისუფლების სტრუქტურები სათანადო რეჟიმში მუშაობენ. მთავრობის ფორმატში გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მომავალი კვირიდან აქტიურად ამუშავდება პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუტები იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – იქნება განსხვავებული დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობები, მაგრამ ამ კუთხით ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აბსოლუტურად უსუსურია”,- ამბობს კობახიძე.

