უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ესმოდა პატიმრების შეძახილები, ის ამბობს, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია. სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ძალიან გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ნორმალურ პირობებში. არ მგონია, აქ ნორმალური პირობების რამე ნიშანი იყოს. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც აქ არ არის.
ჩვენი შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, არც ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ხმა ისმოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დროდადრო პატიმრები და კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს”,- ამბობს

