ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სენდვიჯი: სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულება აქვს, რაც გლდანში ადეკვატურად ვერ სრულდება

ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოინახულა. მისივე შეფასებით,  ეს არ არის სათანადო დაწესებულება და აქ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი სერიოზულად შემაშფოთებელია.

“აქ არ არის სამედიცინო საშუალებები, რაც მას შესაძლოა დასჭირდეს. ყველაფრის მიუხედავად, ის მხნედ არის. ეს არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ იქნება. არ ვარ ქართული სამართლის სპეციალისტი, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს დაკავებულის ზრუნვის ვალდებულება, რაც ამ დაწესებულებაში ადეკვატურად ვერ შესრულდება”. – ამბობს ადვოკატი. ძალიან შემაშფოთებელია, როგორც ექცევიან. მისი ძველი პოზიციიდან გამომდინარე, მოვალეობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა შესრულდეს. არ ვამბობ, რომ პრივილეგიით უნდა ისარგებლოს, თუმცა, რაც მე ვნახე ამ დაწესებულებაში – ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჰყავდეთ აქ უსაფრთხოდ”,- თქვა ჯონ სენდვიჯმა.

იტვირთბა....