aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფოტიგა: ვითხოვე სააკაშვილის მონახულების ნებართვა, შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების საკითხია. ფოტიგას თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტოსგან სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვას ელოდება და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

“ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაც არის. ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. ზოგადად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და დასავლეთშიც, ჩვენს საზღვართან არსებული ვითარება შემაშფოთებელია. ძალიან რთული დრო დგას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ ვარ, რათა შევაფასო არსებული ვითარება. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მის მონახულებამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამჟამად იუსტიციის სამინისტროსგან მის მონახულებაზე დაშვების ნებართვას ველოდები, რასაც როგორც წესი, დრო სჭირდება“, – განაცხადა ანა ფოტიგამ, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭიროს საქართველოს როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ისე ნატო-ს მიმართულებით.

“ზოგადად რომ ვთქვა, აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო საქართველოს, ქართველ ხალხს და საერთაშორისო ასპარეზზე, ყოველი ჩემი ქმედებით ვცდილობ, მხარი დავუჭირო საქართველოს როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ისე ნატო-ს მიმართულებით. როგორც იცით, ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დავინიშნე ნატო-ს ექსპერტად და ყველაფერი მოწმობს, რომ საქართველოს ნათელი მომავალი ელოდება. ვიმედოვნებ, ქართველები მიაღწევენ პოლიტიკურ კონსენსუსს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რადგან ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნების ირგვლივ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

იტვირთბა....