aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

6 ქალაქში სუსის შენობებთან გირჩი-მეტი თავისუფლების წევრები დაუმორჩილებლობის აქტს მართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით აქვთ ჩახერგილი. საუბარია 6 ქალაქზე – თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და თელავი.

გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი აქვს ბადრი გრიგალაშვილს, თბილისში – ზურა ჯაფარიძეს, ბათუმში – თემურ გორგაძეს, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს, რუსთავში – ირაკლი კუკანიას და თელავში – ტორესა მოსს.

„დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეთა მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი , რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

იტვირთბა....