aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზელენსკიმ ითხოვა, რომ უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს თხოვა, რომ მიეცათ უკრაინელი ექიმებისთვის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეეფასების შესაძლებლობა, რაზეც პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ სააკაშვილზე ქართველი ექიმები იზრუნებენ.

“ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ”. – წერია განცხადებაში

სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, მან ღარიბაშვილს მოუწოდა, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის უფლებები სრულად იყოს დაცული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და მის ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და ექიმს მასთან შეხვედრის უფლება არ შეეზღუდოთ.

“პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან შეშვება”. – წერს ზელენსკი

იტვირთბა....