aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჰარცელი სააკაშვილზე: ვიდეოების გავრცელება ძალიან საეჭვო და სამწუხაროა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელებას ძალიან საეჭვოსა და სამწუხაროს უწოდებს.

“შემიძლია აბსოლუტურად ნათლად ვთქვა, რომ ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვო და სამწუხაროა. ვთვლი, რომ ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას. ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში – ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის პარალელურად მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა”,- განცხადა ჰარცელმა.

პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....