ახალი ამბები მთავარი

გამყრელიძე: მესამე ე.წ ბუსტერ დოზის გაკეთება ყველას დაგვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით მესამე ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ყველა მოქალაქეს სჭირდება.

მისივე თქმით, ბუსტერის გაკეთება სასურველია 6 თვის შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ რომ ადამიანი ინფიცირებისგან დაცულია.

“ბუსტერ დოზა ყველას დაგვჭირდება. დღვანდელი მონაცემებით დაახლოებით, 4000- 4600 ადამიანმა უკვე გაიკეთა ბუსტერ დოზა და ყოველდღიურ რომ ვუყურებ, იზრდება მესამე დოზის ქვეყანაში ადმინისტრირება. დღვანდელი ვაქცინები, რაც მსოფლიოში ადმინისტრირდება, მათი დაცვის ეფექტურობს 6-დან 9-თვის ფარგლებშია. ამიტომ სასურველია, რომ 6 თვის შემდგომ მესამე დოზა იქნეს ადმინისტირირებული, რადგან მყარად ვიყოთ დარწმუნებული, რომ ადამიანი დაცულია ინფიცირებისგან”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ  აღნიშნა, შესაძლებელია მეოთხე დოზის გაკეთების აუცილებლობაც დადგეს.

“რაც შეეხება მეოთხე დოზას – დიახ, შესაძლებელია რომ იყოს და ამის შესახებ კვლევები მიმდინარეობს. ადმიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

იტვირთბა....