ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თქვენ ხართ მკვლელები!” – ბუტა რობაქიძის მამამ ასე დატოვა სასამართლო დარბაზი

დღეს, საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის საქმის განხილვის დროს, ერთ-ერთმა მოწმემ, ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მას მანქანაში იარაღის ჩადება ირაკლი გვაზავამ დაავალა.

“შემთხვევის ადგილზე მივედით, ღამის პირველი საათი იყო. გაჩერებული იყო მუქი ფერის BMW, იქვე იყო პატრულის მანქანა და იდგა ირაკლი ფირცხალავა. შემთხვევის ადგილი დავათვალიერე და ვნახე 5 ახალგაზრდა. ერთი მანქანის წინ იყო. მანქანა რომ დავათვალიერე, იქ იარაღი არ ყოფილა. არც ბუტა რობაქიძის გვერდით ყოფილა იარაღი”, – ასეთი განცხადება გააკეთა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძემ, რომელიც თბილისის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო.

“დიდუბის პოლიციის ყოფილმა უფროსმა გვაზავამ მითხრა, პატრულის თანამშრომელს შემოაკვდა და იარაღი უნდა ჩავყაროთ, რომ არ მოხდეს პატრულის დისკრედიტაციაო. მე ეს არ გავაკეთე” – განაცხადა მოწმემ, რომელიც ამჟამად “თბილსესრვისის” თანამშრომელია.

მიუხედავად მოწმის განცხადებისა, რომ იარაღის ავტომანქანაში დადებაზე უარი განაცხადა, ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოში წარმოადგინეს ჩხრეკის საბუთი, სადაც ხელი  ელიზბარ ჩიკვაიძეს აქვს მოწერილი.  ჩიკვაიძემ თქვა, რომ შესაძლოა მან ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, რამაც ბუტა რობაქიძის მამა გააღიზიანა – მან  ხმამაღლა იყვირა:  “თქვენ ხართ მკვლელები!” და დარბაში დატოვა.

იტვირთბა....